მასტერკლასი ნეიროქირურგიაში

მასტერკლასი ნეიროქირურგიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ეგიდით, გაზაფხულის სემეტრში დაიწყო მასტერკლასი ნეიროქირურგიაში, რომელსაც მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი ედიშერ მაღალაშვილი უძღვება.

ორი ურთულესი ეტაპის გავლის შემდეგ, ასობით სტუდენტისგან აირჩა 15 საუკეთესო, რომლებიც სამი თვის განმავლობაში, თეორიული და პრაქტიკული კურსების საფუძველზე, დაეუფლებიან ბაზისურ უნარ-ჩვევებს აღნიშნულ დარგში. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის ბოლოს (ივნისის პირველ კვირაში) გაიმართება კონფერენცია, რომელზეც მონაწილე სტუდენტები, აუდიტორიის წინაშე, წარდსგებიან თემებით და მიიღებენ სერთიფიკატებს.  

ასოციაცია პარალელურად აორგანიზებს მასტერკლასს კარდიოქირურგიაშიც, რომლის ფარგლებში სტუდენტები იმავე პრინციპით შეირჩა. მათ მასტერკლასს კარდიოქირურგი,ლევან ქარაზანიშვილი ჩაუტარებს.

საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA)  წარმომადგენელთა განცხადებით, პროექტები მომავალშიც განხორციელდება და სტუდენტებს  სხვა საინტერესო მასტერკლასს, საჯარო ლექციასა თუ ვორქშოპს შესთავაზებენ.