პორტოს უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი თსსუ-ში

პორტოს უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი თსსუ-ში

2019 წლის 7-11 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ერაზმუს+-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის პროგრამის ფარგლებში, ეწვია პორტოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი მარისა მასიედუ. 

ვიზიტისას, მარისა მასიედუმ დაათვალიერა უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა, კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტი. უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარების სტრატეგიული ადგილები, მათ შორის თსსუ-ის თეატრალური დარბაზი. ის შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის წარმომადგენლებს.

საქმიანი ვიზიტის ძირითად მიზანს, თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურის პერსონალთან შეხვედრა და მათთვის ვორქშოპების ჩატარება წარმოადგენდა. მარისა მასიედუმ სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარა გამოცდილება პორტოს უნივერსიტეტის PR აქტივობების, სტრატეგიული ხედვის, სოციალური მედია სტრატეგიის, კონტენტის შექმნის, უნივერსიტეტის მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. ის ასევე, გაეცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტრატეგიას, არსებულ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებს - როგორც მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით, ასევე, მნიშვნელოვანი ღონისძიებისა და კამპანიების კუთხით. 

შეხვედრაზე მხარეებს  შორის დაიგეგმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.