პროფესორი თამარ სანიკიძე ლატვიაში საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა

პროფესორი თამარ სანიკიძე ლატვიაში საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა

2019 წლის 5-8 ივნისს ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე საქმიანი ვიზიტით ლატვიაში, ქალაქ რიგაში იმყოფებოდა.

პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთოშორისო კონფერენციაში - „ნატურალური ორგანული ნაკადები და მათი თვისებები: ტეორიიდან პრაქტიკაში“ , სადაც წარადგინა მოხსენება სახელწოდებით -  „ჯანმრთელობის რისკები და მათი მოლეკულური და გენეტიკური კორელანტები სხვადასხვა ეკოლოგიურ ზონებში“.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ლატვიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან. მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები.