საინფორმაციო აქცია  იცოდე მეტი გრიპის შესახებ

საინფორმაციო აქცია იცოდე მეტი გრიპის შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ორგანიზებით და ინიციატივით რუსთაველის გამზირზე, სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთან  დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით -  ,,იცოდე მეტი გრიპის შესახებ“. აქციის  მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაცია.

ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო ინსტრუქციები და რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას - როგორ უნდა ამოიცნოთ, რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა აიცილოთ თავიდან გრიპის ვირუსი და  ვინ მიეკუთვნება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს.

აქციაზე თსსუ-ის სტუდენტების მიერ დარიგდა საინფორმაციო ფლაერები,  გრიპის ვირუსის პრევენციისათვის საჭირო ძირითადი თავდაცვითი საშუალებები, პირბადეები და სადეზინფექციო ხელის დასაბანი ხსნარები.

„გარდა სამედიცინო კადრების მომზადებისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოების განათლება ჯანმრთელობის მიმართულებით . ამ მისიის ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტი დღეს ატარებს აქციას სახელწოდებით "იცოდე მეტი გრიპის შესახებ". აღნიშნული აქცია ემსახურება ბოლო პერიოდში სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელ ვნებათაღელვას. ვცდილობთ, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპისგან - აღნიშნა თსსუ-ის სტუდენტებთან და  კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიხეილ დიაკონიძემ.

იხილეთ იმედი ნიუსის სტატია

იხილეთ ნიუ პოსტის სტატია

იხილეთ ინფო რუსთავის სტატია

იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია