საჯარო ლექცია - დაასრულე ძალადობა!

საჯარო ლექცია - დაასრულე ძალადობა!

2018 წლის 1 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკაში ჩატარდა საჯარო ლექცია შემდეგი კამპანიის ფარგლებში -„დაასრულე ძალადობა“.

კამპანია, რომელიც გაეროს ბავშვთაფონდის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენაა მიმართული.

ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რეზიდენტები და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ადამინისტრაცია.

ლექციის მოდერატორმა, ფსიქოლოგმა ნინო დარსაძემ განიხილა ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები და ისაუბრა პრევენციის შესახებ.

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას.  მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდებისგამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდებისა. ზოგადად, მაღალია როგორც ბავშთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე ძალადობის მიმართ ტოლერანტობის დონე.

მთლიანობაში, როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის აგრეთვე მის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების განმაპირობებელი ფაქტორი არსებული სოციალური ნორმებია.

კამპანიის „დაასრულე ძალადობა!“ მიზანი სწორედ ამ სოციალური ნორმების ცვლილებაა, რაც მიიღწევა საზოგადოების ჩართულობით და თემაზე დისკუსიის ინიცირებით, იმისათვის, რომსაზოგადოების კრიტიკულმა მასამ გააცნობიეროს, თუ რეალურად რას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობა, რომ არ არსებობს ძალადობის მისაღები/მსუბუქი ფორმა და რომ რეაგირებაუნდა მოახდინოს ყოველთვის, როცა გადააწყდება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტს.