სამედიცინო განათლების საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ ჯონ სპენსერის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ ჯონ სპენსერის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში


2018 წლის 21-27 ოქტომბერს, მედიცინის პროგრამების აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებლად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტი განახორციელა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა ჯონ სპენსერმა. 

პროფესორი სპენსერი გამოირჩევა მედიცინის პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის  და სამედიცინო სკოლების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის მრავალწლიანი და მდიდარი გამოცდილებით. იგი ახორციელებდა სამედიცინო სკოლებში აკრედიტაციის  ვიზიტებს დიდი ბრიტანეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს და შემდგომ  გენერალური სამედიცინო საბჭოს (GMC) ეგიდით,  ასევე ხელმძღვანელობდა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს კარიბის აუზის და სენტ-ჯორჯის (გრენადა) უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების მედიცინის პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის  ჯგუფებს. მისი უშუალო ჩართულობით დაარსდა  ახალი სამედიცინო სკოლები დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიასა და მალაიზიაში.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი სპენსერი შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს, თსსუ–ს სტუდენტებს და მედიცინის პროგრამების ხელმძღვანელებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას  პროფესორმა სპენსერმა დეტალურად განიხილა ინტეგრირებული კურიკულუმის შემუშავების, სწავლებისა და სწავლის მეთოდების დახვეწის გზები, ჩაატარა ვორქშოფები და გასცა რჩევები და რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.