საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) პრეზენტაცია

საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) პრეზენტაცია

2018 წლის 2 ოქტომბერს 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გაიმართა საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) პრეზენტაცია. IFMSA კომიტეტების წარმომადგენლებმა (SCOME, SCORA, SCOPH, SCORP, SCORE, SCOPE) დაინტერესებულ  სტუდენტებს პირადად გააცნეს შესაბამისი კომიტეტების მუშაობის მიზანი და არსებული აქტივობების შესახებ  ინფორმაცია. მოგვიანებით პრეზენტაციამ გადაინაცვლა ადმინისტრაციულ კორპუსში, სადაც  საბჭოების დარბაზში სტუდენტებთან შეხვედრა  გამართეს: GMSA-ს ვიცე-პრეზიდენტმა  ნიკა გვაზავამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლოკალურმა კომიტეტმა. SCOPE - ის წარმომადგენელმა საქართველოში, შოთა ახობაძემ, სტუდენტებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ეგვიპტეში, სერბეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში არსებულ პროფესიულ გაცვლით პროგრამებზე.

პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტები ორგანიზაციის სასურველ კომიტეტებში დარეგისტრირდნენ. 

IFMSA (International Federation of Medical Students’ Association) აერთიანებს  136 წევრ ორგანიზაციას მსოფლიოს 128 ქვეყნიდან, რომელიც ჯამში შეადგენს 1.3 მილიონზე მეტ მომავალ მედიკოსს. IFMSA წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შვილობილ  ორგანიზაციას და მჭდიროდ თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა გაერთიანებული ერები (UN), სამედიცინო განათლების მსოფლიო ასოციაცია (AMEE) და სხვა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  IFMSA-ის ლოკალური კომიტეტი მადლობას უხდის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს გაწეული მხარდაჭერისთვის.