სიმპოზიუმი: ,, ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი - თანამედროვე ტენდენციები“

სიმპოზიუმი: ,, ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი - თანამედროვე ტენდენციები“

2018 წლის 12 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩატარდა ქართველ ნუტრიციოლოგთა, დიეტოლოგთა და სურსათის მეცნიერებების ექსპერტთა პირველი ანალიტიკური საერთაშორისო სიმპოზიუმი: ,, ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი - თანამედროვე ტენდენციები“. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოება; სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ღონისძიება ჩატარდა ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

სიმპოზიუმი გახსნეს და საზოგადოებას მიესალმნენ: კონფერენციის ორგანიზატორი, ბრიტანეთში სერტიფიცირებული ექიმი-ნუტრიციოლოგი მანანა სტენლი; გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი ნატალია კაკაბაძე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების დამფუძნებელი, თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა.

სიმპოზიუმის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან და ექიმებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ  ბრიტანეთის ლიდსის, შეფილდის, და ნიუკასლის უნივერსიტეტების პროფესორები: ჯეიმზ ფორნი, ბერნარდ კორფე, ჯონ მათერსი. მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები მიეძღვნა ავთვისებიანი სიმსივნეების  მკურნალობაში ნუტრიციოლოგიის როლის თანამედროვე ტენდეციებს და პერსპექტივებს, სწორი კვების მნიშვნელობას სხვადასხვა დაავადებათა  პრევენციასა და  რეაბილიტაციაში, საკვების უსაფრთხოებას, ნორმირებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას. 

ღონისძიების ფარგლებში  მოხდა  ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების პრეზენტაცია და მასში საქართველოს ნუტრიციოლოგთა, დიეტოლოგთა და სურსათის მეცნიერებების ექსპერტთა გაწევრიანება.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა: