სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების (SESAM)  24-ე შეხვედრა

სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების (SESAM) 24-ე შეხვედრა

მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე ოფიციალური მიწვევით ბილბაოში (ესპანეთი),  სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების (SESAM)  24-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფებოდა. პროფესორი, ასევე, დაესწრო ე.წ. „სპეცილური ინტერესების ჯგუფის“  შეხვედრას, რომელიც ემსახურება ევროპული ქსელის შექმნას სტანდარტული პაციენტების სწავლებისა და მომზადების საკითხში. SESAM 2018 ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო  850-ზე მეტი  მონაწილე,  მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. SESAM - წარმოადგენს  ევროპულ უმსხვილეს ორგანიზაციას, დაკომპლექტებულს  სიმულაციებით მოსარგებლე  პროფესიონალებისგან.  

შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სიმულაციების სამედიცინო განათლების  სისტემაში დანერგვის საკუთარი გამოცდილება. პროფესორმა ირმა მანჯავიძემ გააკეთა მოხსენება  თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისცილინური სიმულაციის ცენტრის მიერ განხორცილებული აქტივობების შესახებ. 

მონაწილეებმა გაიარეს სტანდარტული პაციენტების განათლების ასოციაციის ( ASPE) მიერ ორგანიზებული ტრენინგი -   „სტანდარტიზებული (სიმულაციური) პაციენტის  მეთოდოლოგიის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა“. მათ, ასევე, მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მულაჟებისა და მანეკენების ახალ თაობას და  მათ უპირატესობებს, ციფრული სიმულირებული სწავლების პროგრამებს. 

პროფესორმა  ირმა მანჯავიძემ სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების მდივანთან ულუფერ სივრიკაისთან შეხვედრისას განიხილა სამომავლო გეგმები: ცენტრის საერთაშორისო აკრედიტაციის  და საქართველოში სიმულაციური სწავლების ასოციაციის  ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.