2018/2019  სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიება

2018/2019 სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიება

2018 წლის 17 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ახალი სასწავლო წელი დაიწყო, რომელიც ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. წელს 1017 აბიტურიენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.  აქედან 76%-მა სასწავლო გრანტი მოიპოვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული 2018  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგად,  ჩარიცხული აბიტურიენტების საკონკურსო ქულების როგორც საშუალო,  ისე მაქსიმალური მაჩვენებლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა ყველა სამედიცინო მიმართულების პროგრამის გათვალისწინებით. საკონკურსო მაჩვენებელი, პირველადი განაცხადების რაოდენობაზე დაყრდნობით, ერთ ვაკანტურ ადგილზე, ყველა გამოცხადებულ პროგრამაზე, შეადგენდა 2.0595-ს. ამ მაჩვენებლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ლიდერია საქართველოში აკრედიტებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს შორის. ასევე, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამედიცინო პროფილის მიმართულებებზე ჩარიცხულთა მაქსიმალური საკონკურსო ქულა - 2199,3 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაფიქსირდა. 

საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირველსემესტრელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის და აშშ-ის  წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა 27  პროფესორმა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სტუდენტებს, განსაკუთრებით კი პირველსემესტრელებს  მიულოცა სწავლის დაწყება და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ლიდერია წარმატებულ უნივერსიტეტთა შორის, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტში ყველაზე მოტივირებული და მაღალი შედეგის მქონე სტუდენტები ირიცხებიან.

„თქვენ ბრძანდებით  ჩვენი  ხვალინდელი  დღე! თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  ადმინისტრაცია  და  აკადემიური პერსონალი დღენიადაგ ზრუნავს იმისთვის, რომ უზრუნველყონ თქვენი კარიერული წინსვლა და მომზადება ჯანდაცვის სფეროს მაღალკვალიფიციურ და კონკურენტუნარიან კადრებად. იარეთ ტრადიციებით მომავლისკენ, რომელშიც თქვენი  საკუთარი წვლილის შეტანა გევალებათ! წარმატებებს გისურვებთ ყველგან და ყოველთვის, ჩვენ  ერთად ყველაფერს შევძლებთ! “ განაცდახა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე; საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  მოადგილე ალექსანდრე თევზაძე; საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა;  ქალაქ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია;   ლუბლინის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ანჟეი დროფი; ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ დეკანი, სამედიცინო განათლებისა და სტუდენტთა საქმეების დეპარტამენტის პროფესორი გორდონ ჩარჩვარდი; თსსუ საპატიო დოქტორი,  მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის  (გერმანია) კაუფბოირენის ზოგადი, ვისცერალური და სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკის დირექტორი, პროფესორი ჰეინრიხ შტიგლერი;  თსსუ საპატიო დოქტორი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია), ვაილჰაიმის ქირურგიული კლინიკის დირექტორი, პროფესორი რაინჰოლდ ლანგი; თსსუ-ის საპატიო დოქტორი,  ბერლინის შარიტეს  უნივერსიტეტის (გერმანია) კოტბუსის კლინიკის თავისა და კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თომას აიხორნი; ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) თერაპიული რადიოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი პიტერ ლუკასი;  ლილიუ ჰატიეგანუს მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის (რუმინეთი),  ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიისა და ბიოფარმაციის დეპარტამენტის პროფესორი ლაურიან ვლასე; თსსუ-ის საპატიო დოქტორი,  ინსბრუკისსამედიცინო უნივერსიტეტის   (ავსტრია) რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე;  თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანსის უნივერსიტეტის (გერმანია) ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ექიმი გიორგი გრიგოლია; თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძძღვანელი, ემორის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის სკოლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი; 

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი ექიმი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, პროფესორი არსენ გვენეტაძე იყო, რომელმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ცნობილი მოქანდაკის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის ლევან ვარდოსანიძის, ბედნიერებისა და წიგნიერების სიმბოლოდ შექმნილი, ბრინჯაოს მონუმენტური ქანდაკების ესკიზი გადასცა, ხოლო დასრულებული, ექვს მეტრიანი ბედნიერების მონუმენტის მონტაჟი თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის წინ რამდენიმე თვეში იგეგმება.

ტრადიციულად, პირველსემესტრელებს მიმართა თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ გონგაძემ. 

სტუმრების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის III სემესტრის სტუდენტი ნენსი ალამოვი (აშშ).  

თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა ანა კაკაბაძემ სახელმძღვანელოებითა და სამედიცინო უნივერსიტეტის სიმბოლიკით გაწყობილი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ათი ყველაზე რეიტინგული პირველსემესტრელი : თეკლე დოლიძე; დავით ფარცხაშვილი; ელენე მელქიძე; ელენე შუბითიძე; გიორგი ოქროპირი; ჯონი უბირია; ანა ციმაკურიძე; შოთა სილაგაძე; ნინო ნოზაძე; დათა ქებურია. ხოლო ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველსემესტრელ თეკლა დოლიძეს სამახსოვრო საჩუქარი, სატარებელი კომპიუტერი (ლეპტოპი)  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გადასცა. საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის ჰიმნით დასრულდა.

საზეიმო ღონისძიების შემდეგ პირველსემესტრელებს შეხვნენ: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა. მათ ისაუბრეს ფაკულტეტების შესახებ და პასუხი გასცეს პირველსემესტრელთა შეკითხვებს.

დღის დასასრულს გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლი, გოგონათა ანსამბლები -  ,,დეკა" და  ,,ვეგა", ასევე წარმოდგენილი იყო კლასიკური და  საესტრადო მუსიკალური ნომრები. 

ღონისძიების პარალელურად უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებისთვის სხვადასხვა საინფორმაციო და  გასართობი ლოკაციები ფუნქციობდა.

იხილეთ giffer.ge-ს ბმული

იხილეთ memogram.ge-ს ბმული


იხილეთ ვიდეო: