24  სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა  მასტერკლასი - ”პირველადი სამედიცინო დახმარება - სიცოცხლის გადასარჩენად!“

24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მასტერკლასი - ”პირველადი სამედიცინო დახმარება - სიცოცხლის გადასარჩენად!“

24 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში,   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   ეზოში   ჩატარდა მასტერკლასი - ”პირველადი სამედიცინო დახმარება - სიცოცხლის გადასარჩენად!“. 

ღონისძიება გაიმართა თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრისა და ქართველ  მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) მხარდაჭერით. ღონისძიებისთვის შეირჩა სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა გადაუდებელი დახმარების ძირითადი პრინციპები, ბაზისური სასიცოცხლო ალგორითმი,  კანქვეშა ინიექციის გაკეთება,  სისხლდენის შეჩერება, ნაკერის დადება ჭრილობაზე, იმობილიზაცია მოტეხილობის დროს, ნახვევის დადება და  დეფიბრილატორის გამოყენება.

პედაგოგები  პასუხობდნენ მოსწავეთა  შეკითხვებს პირველადი  გადაუდებელი დახმარების შესახებ. ღონისძიებაში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიერ  ორგანიზებულად მოსული მოსწავლეები . სულ ღონისძიებაში  150 -მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.