საერთაშორისო სტუდენტების კლინიკური სტაჟირება  თსსუ-ში

საერთაშორისო სტუდენტების კლინიკური სტაჟირება თსსუ-ში

ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების, Erazmus+- ის ფარგლებში არსებული ინტერ–ინსტიტუციური შეთანხმებისა და ინდივიუალური მომართვის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს საერთაშორისო სტუდენტებს.

წელს, თსსუ-ს ეწვივნენ და კლინიკური სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა ტორონტოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტიდან (კანადა),  ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ადამიანის ევოლუციური ბიოლოგიის ფაკულტეტიდან (აშშ), ველესლის კოლეჯის წინა სამედიცინო კურსიდან (აშშ), მაინცის იოჰანეს გუტენბერგის  უნივერსიტეტიდან (გერმანია), ხარკოვის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (უკრაინა), პოზნანის სამედიცინო მეცნიერების უნივერსიტეტიდან (პოლონეთი), გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი), ზაპაროჟიეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან (უკრაინა) და ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (რუმინეთი).

უცხოელმა სტუდენტებმა კლინიკური სწავლება გაიარეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკასა და თსსუ-ის კლინიკურ ბაზებზე (შინაგან დაავადებათა #1 დეპარტამენტი, პედიატრიის #1 დეპარტამენტი, ქირურგიის დეპარტამენტი, ქირურგიის #1 დეპარტამენტი , მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი, ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი, სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი, ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი).

სტუდენტები დაესწრნენ პაციენტების გასინჯვებსა  და  ოპერაციებს. განამტკიცეს ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო  უნარები. სტაჟირების დასასრულს საერთაშორისო სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

კლინიკური სტაჟირების პარალელიურად, სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ კულტურულ ღონისძიებებშიც, მათ შორის სოციალური კამპანია - გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia.