თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის  ირმა კვიცარიძის ვიზიტი თსსუ-ში

თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის ირმა კვიცარიძის ვიზიტი თსსუ-ში

2018 წლის 17-19 სექტემბრს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების 27  პროფესორი ეწვია.

2018 წლის 17 სექტემბერს, პროფესორები დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ახალი სასწავლო წლის დაიწყების აღსანიშნავ ღონისძიებას, ხოლო 18-19 სექტემბერს უცხოელმა პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები, თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში განახორციელეს კლინიკური აქტივობები, დაათვალიერეს თსსუ-ის  საუნივერსიტეტო კლინიკა და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის  რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე (ავსტრია).

ირმა კვიცარიძის ლექციამ „სპინალური გლიობლასტომის მკურნალობა  - შემთხვევა პრაქტიკიდან“ დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც სტუდენტების აგრეთვე აკადემიური პერსონალის მხრიდან.

19 სექტემბერს თსსუ-ის საპატიო დოქტორი ირმა კვიცარიძე ნეიროპედიატრიის კლინიკის პროფესორთან, სტეფანია ფოერსტერთან და რადიაციული თერაპიისა და რადიონკოლოგიის კლინიკის პროფესორთან ენტონი ჯეიმს სვინისთან ერთად ეწვია თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას. შეხვდა კლინიკის ადმინისტრაციასა და პერსონალს.

როგორც ჩვენთან საუბარში ირმა კვიცარიძემ აღნიშნა, უკვე  3 წელია არსებობს პროფ. მანანა ქუთელიას სახელობის  გაცვლითი პროგრამა ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკასა და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის. პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის დიპლომამდელი განათლების და საექთნო-საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები,  აკადემიური პერსონალი  და თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკების ახალგაზრდა ექიმები გადიან სტაჟირებას ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკებში, იმაღლებენ კვალიფიკაციას და იღებენ საერთაშორისო დონის გამოცდილებას. პროგრამა დიდი ინტერესით სარგებლობს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, შემუშავდება ახალი და საინტერესო პროექტები.