დასაქმების ფორუმი - 2024

დასაქმების ფორუმი - 2024

2024 წლის 5 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 40-მდე კომპანია.  

ფორუმზე დასაქმების მსურველ სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში წამყვანი კლინიკების, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიების მუშაობის სპეციფიკას. დასაქმების მსურველმა პირებმა დამსაქმებელი კომპანიების მხრიდან მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ. 

დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება და მისი მასშტაბები მზარდია.