ლექცია -

ლექცია - "ძუძუს კიბოს წინასწარგანწყობა, გენეტიკური ტესტირება და ოჯახის წევრთა მენეჯმენტი."

2018 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ წაიკითხა ლექცია - "ძუძუს კიბოს წინასწარგანწყობა, გენეტიკური ტესტირება და ოჯახის წევრთა მენეჯმენტი."

ღონისძიება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და  კომპანია  Cellmax life-ის (კალიფორნია, აშშ) ერთობლივი კოლაბორაციული პროექტის (ლექციათა ციკლი პერსონალიზებულ ონკოლოგიაში) რიგით მეორე ლექციაა.

შეხვედრა გახსნა და სტუმრებს პროექტის შესახებ ესაუბრა  მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი.

ლექციაზე განხილულ იქნა პერსონალიზირებული მედიცინის შესაძლებლობები, გენეტიკური ტესტირების მნიშვნელობა და ძუძუს კიბოს განვითარების პროფილაქტიკა.

ლექციის დასასრულის ლექტორსა და დამსწრე საზოგადოებას შორის გაიმართა დისკუსია.

შეგახსენებთ, ლექციებზე დასწრების შემთხვევაში მსმენელები იღებენ თსსუ-სა და Cellmax life-ის სერტიფიკატს. ლექციები ტარდება თვეში ერთხელ, შემდეგ ლექციას წაიკითხავენ პროფესორები: რემა ღვამიჩავა და დავით ქოჩიაშვილი.