პროფესორ ირმა მანჯავიძის ვიზიტი ტირგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

პროფესორ ირმა მანჯავიძის ვიზიტი ტირგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე 2018 წლის 20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე პროგრამა Erasmus +  -ის პედაგოგთა მობილობის ფარგლებში, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ტირგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (რუმინეთი).  

ვიზიტისას, პროფესორმა მანჯავიძემ უნივერსიტეტის სამედიცინო უნარების და სიმულაციურ ცენტრში ჩაატარა ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები, გაეცნო ცენტრის ინფრასტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას და განრიგს, დაესწრო სტუდენტთა აქტივობებს და სიმულატორების შეძენის და ადმინისტრირების თავისებურებებს.

ვიზიტის ფარგლებში, ქალბატონმა ირმამ შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის  სამედიცინო უნარების და სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელთან, ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორთან ბატონ იანუშ შედერჯესისთან. შეხვედრაზე განხილული იქნა Erasmus+ ის ახალი პროექტის მოთხოვნების შესაბამისად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

პროფესორი მანჯავიძე ასევე შეხვდა ტირგუ მურეშის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ლეონარდ აზამფირეის და პრორექტორ ქალბატონ ანჯელა ბორდას. შეხვედაზე ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ.