პროფესორ ვიქტორ როდოვის საჯარო ლექცია თსსუ-ში

პროფესორ ვიქტორ როდოვის საჯარო ლექცია თსსუ-ში

2018 წლის 5 ივლისს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ სანიკიძისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, ირაკლი ჩხიკვიშვილის მოწვევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ცისფერ დარბაზში“ პროფესორმა ვიქტორ როდოვმა (სოფლის მეურნეობის პროდუქტების კვლევის ორგანიზაცია (ARO) - ვულკანის ცენტრი, ბეთ დაგანი, ისრაელი) წაიკითხა ლექცია თემაზე: „კურკუმინი როგორც ანტიმიკრობული აგენტი: ეფექტურობა, გადატანის გზები, მოქმედების მექანიზმები და პოტენციური გამოყენება“.

პროფესორ ვიქტორ როდოვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო კვლევა აქვს ჩატარებული. 

ამჟამად პროფესორი როდოვი მათ კონსულტაციებს უწევს ერთობლივივი პროექტისთვის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარსადგენად.