საქართველოს წარმომადგენლები საერთაშორისო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ფედერაციის გენერალურ ანსამბლეაზე

საქართველოს წარმომადგენლები საერთაშორისო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ფედერაციის გენერალურ ანსამბლეაზე

2019 წლის 1-7 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  მეოთხე  და მეათე სემესტრის სტუდენტები: ელენე გუნია და გიორგი ჩილინგარაშვილი იმყოფებოდნენ საერთაშორისო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ფედერაციის გენერალურ ანსამბლეაზე (68th IFMSA General Assembly March Meeting) ( პორტოროზი, სლოვენია). 

გიორგი ჩილინგარაშვილი, როგორც სამედიცინო განათლების ნაციონალური ოფიცერი (GMSA) და თსსუ-ის ლოკალური კომიტეტის ხელმძღვანელი, მონაწილეობდა სამედიცინო განათლების კომიტეტის (SCOME) მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში. 

ელენე გუნია დაესწრო კვლევითი გაცვლითი პროგრამების სესიებსა და ტრენინგებს, რადგან ის აღნიშნულ კომიტეტს (Research Exchanges (SCORE)) თსსუ-ში ლოკალურად ხელმძღვანელობს.  კომიტეტი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, რათა  გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტული და მეგობრული გარემო დახვდეს საქართველოში. 

მედიკოსს სტუდენტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFMSA) ყველაზე დიდი სტუდენტური გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც 6 ძირითადი მიმართულებით მუშაობს. ესენია: სამედიცინო განათლების (SCOME), ჯანდაცვის (SCOPH), ადამიანთა უფლებებისა და მშვიდობის (SCORP), სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (HIV/AIDS) (SCORA), პროფესიული გაცვლითი პროგრამებისა(SCOPE) და კვლევითი გაცვლითი პროგრამების (SCORE) კომიტეტები.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ლოკალური კომიტეტის მიერ 2019 წლის განმავლობაში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტები: Teddy Bear Hospital, Surgical Skills Workshop, საჯარო ლექციებმა, მასტერკლასებმა და ა.შ.