სამეცნიერო-სასწავლო ტური და კონფერენცია ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში

სამეცნიერო-სასწავლო ტური და კონფერენცია ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში

2018 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ვენის უნივერსიტეტის მიწვევით, იმყოფებოდნენ  ავსრიაში.

სამეცნიერო-სასწავლო ტური მოიცავდა ვენის საუნივერსიტეტო კლინიკისა და უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობას, მაგისტრანტების სამეცნიერო კვლევების პრეზენტაციასა და განხილვას ინგლისურ და ქართულ ენებზე. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა 19 დელეგატი, მათ შორის საქართველოს  პრაქტიკული ჯანდაცვის, სოციალური და რეაბილიტაციის სამსახურების წარმომადგენლები, რაც სასარგებლო სიახლეს წარმოადგენდა სტუდენტებისათვის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც  სტუდენტთა ნაშრომები განხილეს.  

სამეცნიერო-სასწავლო ტურის პროგრამა