სეფსისის დიაგნოსტიკა და მკურნალობა: თანამედროვე მიდგომები - თამარ ვაშაყმაძის საჯარო ლექცია

სეფსისის დიაგნოსტიკა და მკურნალობა: თანამედროვე მიდგომები - თამარ ვაშაყმაძის საჯარო ლექცია

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თამარა ვაშაყმაძემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ჰოსპიტალური მედიცინის ცენტრისა და პროგრამის დირექტორმა დასავლეთ ფლორიდის ჰოსპიტალში, საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე „სეფსისის დიაგნოსტიკა და მკურნალობა: თანამედროვე მიდგომები“.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამარა ვაშაყმაძემ 1994 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2010 წელს, მან სამედიცინო რეზიდენტურა და ჰოსპიტალური მედიცინის ასპირანტურა დაასრულა კოლუმბუსში, ოჰაიოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობს, როგორც ჰოსპუიტალის ექიმი და გახდა ჰოსპიტალრი პროგრამის სამედიცინო დირექტორი ციცნციტატში, ოჰაიოში არსებული ატრიმის სამედიცინო ცენტრის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვაშაყმაძეს ასევე აქვს ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტში ვრაიტის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც არის დაიტონში, ოჰაიოში.

2016 წლიდან უძღვება ჰოსპიტალური მედიცინის დეპარტამენტს დასავლეთ ფლორიდის ჰოსპიტაში, ქალაქ პენსაკოლაში, ფლორიდაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან, ასევე, თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო ჰუმანიტარულ საქმიანობას. მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. ის მუშაობდა სხვადასხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან საერთაშორისო განვითარების პროგრამებზე.