შეხვედრა „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში

შეხვედრა „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში

2023 წლის 20 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორ თინათინ ტყემალაძე და  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია ოფიციალური მივლინებით იმყოფებოდნენ „ნოვა უნივერსიტეტში“ (ლისაბონი, პორტუგალია).

ვიზიტი განხორციელდა ERASMUS+–ის პროექტ „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში. 

,,ნოვა უნივერსიტეტში“ გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება,    რომელშიც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და მასპინძელი უნივერსიტეტის  გარდა  მონაწილეობა მიიღეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტმა,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა,  საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა, ორმა ევროპულმა უნივერსიტეტმა: ხელოვნებისა და ეროვნულმა კონსერვატორიამ; ტურკუს უნივერსიტეტმა, ასევე, მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა   წარადგინეს მესამე მისიის ფარგლებში განხორციელებული  პილოტური პროექტები, რომელიც მოიცავს, უწყვეტი განათლების, ცოდნის გადაცემის და სოციალური ჩართულობის სფეროებს, კერძოდ მესამე მისიის ინსტიტუციურ დონეზე დანერგვას და განვითარებას. აღნიშნულ შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ წარადგინა პრეზენტაცია „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი SQUARE მესამე მისიის პროექტის ფარგლებში“  თაობაზე, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები საუნივერსიტეტო მესამე მისიის სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო ევროპული უნივერსიტეტების  გამოცდილება და მათ მიერ განხორციელებული პროექტები.

პორტუგალიაში ყოფნისას, თსსუ-ის წარმომადგენლები, ასევე,  დაესწრნენ  "მეცნიერებისა და ინოვაციების დღე NOVA-2023" - მიძღვნილ კონფერენციას და გამოფენას.  კონფერენცია გახსნა "ნოვა"-ს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა  ჟოაო საგუამ.  

ვიზიტის ბოლოს გაიმართა პროექტში მონაწილე წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა შემაჯამებელი ანგარიში დასკვნითი კონფერენციის მზადებასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 11 და 12 დეკემბერს.