შეხვედრა საექთნო საბაკალავრო პროგრამების (ექთანი/ბებიაქალი) პირველი სემესტრის სტუდენტებთან

შეხვედრა საექთნო საბაკალავრო პროგრამების (ექთანი/ბებიაქალი) პირველი სემესტრის სტუდენტებთან

2018 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა და დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია შეხვდნენ საექთნო საბაკალავრო პროგრამების (ექთანი/ბებიაქალი) პირველი სემესტრის სტუდენტებს და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

ქალბატონმა მედეა ჯღარკავამ დაწვრილებით ისაუბრა საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, შეფასების კრიტერიუმების, სტუდენტის უფლებებისა და მოვალეობების, სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის და მობილობის შესახებ.

შეხვედრაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს ქართულ-ავსტრიული საექთნო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა: ანი ბარბაქაძემ და მარიამ ყარმაზანაშვილმა, რომლებიც ხუთკვირიანი საზაფხულო სტაჟირებით იმყოფებოდნენ ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში. მიმდინარე წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის და თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის, ირმა კვიცარიძის ხელშეწყობით, პირველად განხორციელდა საექთნო პროგრამების სტუდენტების სტაჟირება ავსტრიაში. ინსბრუკში მყოფმა სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს ავსტრიულ მხარეს თბილი მიღებისთვის  და უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს ამ უნიკალური შანსის მიცემისთვის. მათ საკუთარი გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს პირველსემესტრელებს. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დამატებითი ინფორმაცია შეკითხვების დასმით მიეღოთ.