შშმ პირთა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალის „ივერია ბრილიანტი“ გამარჯვებულების დააჯილდოვება თსსუ-ში

შშმ პირთა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალის „ივერია ბრილიანტი“ გამარჯვებულების დააჯილდოვება თსსუ-ში

2018 წლის 10 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა შშმ პირთა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალის „ივერია ბრილიანტის“ დასკვნით ცერემონიას უმასპინძლა. 

საერთაშორისო ფესტივალში სულ ოთხი ქვეყნის, კერძოდ, საქართველოს, პოლონეთის, გერმანიისა და უკრაინის შშმ პირებისგან ინტეგრირებული, 15 ანსამბლი და საშემსრულებლო ჯგუფი მონაწილეობდა. 

ფესტივალის მონაწილეები ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ორი გამარჯვებული,  ლუკა შევარდნაძე და შაბან მამედოვი აპრილში უკრაინაში დაგეგმილ ანალოგიურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების მთავარი მიზანია შშმ პირთა სრული ჩართულობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და განვითარება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს და ჩაერთოს მსგავს ღონისძიებებში, ულოცავს გამარჯვებულებს  და უსურვებს წარმატებას თითოეულ მონაწილეს. 

ფესტივალი განხორციელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით. 

იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია