ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტური სემეცნიერო კონფერენცია

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტური სემეცნიერო კონფერენცია


2018 წლის 26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტური სემეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა, ასევე, ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების მაგისტრანტებმა. სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას დასწრო ,,საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის“  და  ,,საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის“ წევრები და ხელმძღვანელები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს სტუდენტთა მოხსენებები  და სამეცნიერო კვლევის შედეგები.

მიმდინარე ეტაპზე ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტური სემეცნიერო საზოგადოებას ხელმძღვანელობს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მაგისტრანტი თათია ფაჩუაშვილი.

სტუდენთა მოხსენებების თემატიკა იყო მრავალფეროვანი, მათ შორის,  ნერვული სისტემის პერიფერიული დაზიანებების, ტრამვის შემდგომი და  ორთოპედიული რეაბილიტაციის საკითხები და კარდიორეაბილიტაციის პრობლემატიკა.

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტური სემეცნიერო საზოგადოება კვლავაც გააგრძელებს აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას.