თსსუ-ის პროფესორი საქმიანი ვიზიტით ლონდონში იმყოფებოდა

თსსუ-ის პროფესორი საქმიანი ვიზიტით ლონდონში იმყოფებოდა

თსსუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, პროფესორი ლევან ბარამიძე საქმიანი ვიზიტით, 19-23 ივნისს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში იმყოფებოდა. პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული ასოციაციის - „ASPFER-ისა” და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ყოველწლიურად ასოციაციაში შემავალი სკოლების დირექტორებისთვის/დეკანებისთვის ტარდება.

კონფერენციაზე განიხილეს ასოციაციის მიერ გასულ წელს განხორციელებული პროექტები და მომავალი ღონისძიებები. ჩატარდა ასოციაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები, შემდგომი 2 წლის ვადით.   

პროფესორმა ლევან ბარამიძემ კონფერენციაზე გააკეთა მოხსენება, თსსუ ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის მიმდინარე სამაგისტრო პროგრამების, მომავალი წლის პროგრამებისა და აქტივობების შესახებ. პროფესორმა, ასევე, მიიღო მონაწილეობა , საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის საჯარო განხილვაში.