თსსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა გიორგი მიქელაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხა

თსსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა გიორგი მიქელაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხა

2024 წლის 14 -15 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრობდა თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, კაიზერ-პერმანენტეს სან-ფრანცისკოს (აშშ) ქრონიკული ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემიის ნამდვილი წევრი გიორგი მიქელაძე, რომელმაც ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხა ლექციები: „ქრონიკული ტკივილის მართვა“ და „პაციენტთან ურთიერთობა“.

ბატონმა გიორგი მიქელაძემ აღნიშნა, რომ მისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განსაკუთრებით ძვირფასია. მან გაიხსენა თსსუ-ში სწავლის და შემდგომში მუშაობის  პერიოდი და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია წაიკითხოს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

ლექციებს ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები და აკადემიური პერსონალი. შეხვედრები აუდიტორიის მაღალი ჩართულობით და ინტერესით გამოირჩეოდა.