თსსუ-ის სტუდენტების შეხვედრა რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან

თსსუ-ის სტუდენტების შეხვედრა რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან

2024 წლის 19 და 20 მარტს გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის შეხვედრა თსსუ-ის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან.  

პროფესორი ირაკლი ნატროშვილი მიესალმა სტუდენტებს  და  აღნიშნა, რომ ისინი დიდი ოჯახის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წევრები არიან.

,,მინდა მოვისმინო თქვენი შთაბეჭდილებები, იდეები, მოსაზრებები, რის გამოსწორებას ისურვებდით, რა მიგაჩნიათ პრობლემად და გპირდებით, არცერთი წინადადება არ დარჩება შესწავლისა და რეაგირების გარეშე”, -  აღნიშნა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

თსსუ-ის კანცლერმა, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე  და უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

შეხვედრებზე წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა და  პასუხის გაცემა  ადგილზევე იყო შესაძლებელი. სტუდენტების კითხვებს უპასუხეს: თსსუ-ის რექტორმა, ვიცე-რექტორმა, ფაკულტეტების დეკანებმა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმა.  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც თსსუ-ის სტუდენტებს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებში ცოდნის გასაღრმავებლად ეძლევათ; განხილული იქნა თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრის სასწავლო პოტენციალი  და  სარეზიდენტო პროგრამებზე სწავლების საკითხები. 

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან ასეთი სახის შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით, რეგულარულად გაიმართება.