მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე თსსუ - ის თეატრის ჰიგია სპექტაკლმა 6 ნომინაციაში გაიმარჯვა

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე თსსუ - ის თეატრის ჰიგია სპექტაკლმა 6 ნომინაციაში გაიმარჯვა

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე „ნიღაბი - 2023“, რომელსაც ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „თეატრალური დარბაზი“ მასპინძლობს,  თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრის  - "ჰიგია"   სპექტაკლმა  "ოსვენციმი”  6 ნომინაციაში გაიმარჯვა.

სპეციალური ჯილდოები გადაეცათ თსსუ-ის თეატრის მსახიობებს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს:

ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში -   ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი; 

ბახვა გელაშვილს ნომინაციაში - მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი; 

სალი ხუტაშვილს ნომინაციაში -  ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი;

 გიორგი სანიკიძეს ნომინაციაში - „ნიღაბი 2023“-ის აღმოჩენა; 

ქ. თბილისის მერიის რჩეული გახდა მოლინა იოსელიანი, ხოლო  „გოგი თოდაძის საპატიო პრიზი“ გადაეცა  - დუდუ მოდებაძეს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 12 დეკემბერს თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“  წარმოადგინა სპექტაკლი „ოსვენციმი“. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პიესა სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის,  ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრის ,,ჰიგია“  დამაარსებელმა - ნათია გუჯაბიძემ წარმოადგინა.  აღსანიშნავია, რომ მაყურებლისთვის და ჟიურის წევრებისთვისაც, სცენაზე გაცოცხლებული წარსული მოვლენები განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. სპექტაკლის დიალოგების ტექსტის ავტორი  არის  თსსუ-ის სტუდენტი დუდუ მოდებაძე, მხატვარი - თსსუ-ის სტუდენტი ხვიჩა სებუა, სპექტაკლი მუსიკალურად  გააფორმეს თსსუ-ის სტუდენტებმა  გიორგი სანიკიძემ  და სოფიო ცინცაძემ, ხოლო ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი გახლდათ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა გამარჯვებულს ულოცავს შემოქმედებით სფეროში მიღწეულ წარმატებას!