თანამშრომლობა ტალინის ჯანდაცვის კოლეჯთან

თანამშრომლობა ტალინის ჯანდაცვის კოლეჯთან

2018 წელს, ტალინის ჯანდაცვის კოლეჯში პირველად შემუშავდა ფარმაციის ასისტენტის ინგლისურენოვანი პროგრამა, რომლის კურიკულუმის ექსპერტად  არჩეული იქნა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია კვიჟინაძე. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 20 თებერვლიდან 25 თებერვლის  ჩათვლით ქალბატონი ნათია თსსუ–ს და ტალინის ჯანდაცვის კოლეჯს შორის ERASMUS+  ფარგლებში დადებული ინტერ –ინსტიტუციური ხელშეკრულების საფუძველზე აკადემიური   მობილობით  იმყოფებოდა ტალინის ჯანდაცვის კოლეჯში ERASMUS+ ინსტიტუციურ კოორდინატორ ნინო კანდელაკთან ერთად, სადაც ფარმაცევტული ფაკულტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექციები ფარმაციის აქტუალურ თემებზე. სწორედ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი".