თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ „ვეგა“-ს  საიუბილეო საღამო

თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ „ვეგა“-ს საიუბილეო საღამო

2019 წლის  20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში  თსსუ-ს კულტურის ცენტრთან არსებული თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ „ვეგა“-ს 15 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

მაყურებლის წინაშე ანსამბლის ახალი შემადგენლობა წარსდგა  .ძველ დადგმებთან ერთად, ნაჩვენები იყო ახალი და განახლებული ქორეოგრაფიული კომპოზიციები. აგრეთვე ვიდეო კლიპი „ვეგა“-ს ისტორიის შესახებ და ორი ვიდეორგოლი „მოგონებები“, სადაც „ვეგა“-ს ყოფილი მოცეკვავეები იხსენებენ ანსამბლში გატარებულ წლებს. ღონისძიებაში მონაწილეობდა „ვეგა“-ს უმცროსი თაობაც. 

იუბილეს, ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღავწე ბალეტმეისტერი, ქორეოგრაფი, მრავალი წოდების მქონე ადამიანი ქორეოგრაფიულ სამყაროში, ბატონი ნუგზარ მახათელი.