თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები და მათი გადაჭრის რაციონალური გზები

თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები და მათი გადაჭრის რაციონალური გზები

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია განაგრძობს ტრადიციად ქცეულ რეგიონულ ტურნეს და ამჯერად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის , პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ა/წ. 12–14 ივლისს, ქუთაისში,  აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია -  "თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები და მათი გადაჭრის რაციონალური გზები“.

12 ივლისს მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე ლექციებით წარსდგნენ: პროფესორი მარინა მამალაძე, თემით  “კბილთა პირდაპირი რესტავრაცია: საჭირო საშუალებები საჭირო დროს” და პროფესორი მანანა ივერიელი  თემით -  “პირის ღრუს ლორწოვანის სხვადასხვა ტიპის ტრავმით გამოწვეული დაავადებები, დიფერენცია და მართვის პრინციპები”. ასევე, ასოცირებული პსოფესორები: ნინო აბაშიძე, თემით - “პაროდონტისა და პერიიმპლანტის დაავადებათა ახალი კლასიფიკაციის განხილვა. ახლებური მიდგომები ძველი პრობლემებისადმი”  და ნინო ჭიპაშვილი,  თემით -  “ენდოდონტიური მკურნალობა - გამოწვევები და აღიარებული სტანდარტი”.

13 ივლისი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო, იგი ობიექტურად სტუქტურირებულ მასტერ კლასებს მიეძღვნა:

1) "პირის ღრუს საიზოლაციო სისტემების გაცნობა Rubber-Dam-ის მაგალითზე და მისი ფიქსაციის უნარების ათვისება", ტრენერები - ლია სანოძე და ნინო სვანიშვილი;

2) "პირდაპირი კომპოზიციური რესტავრაცია შრეობრივი ტექნიკით." "პოლირების პროტოკოლი" - ტრენერი - ჯონი ფოცხვერაშვილი;

3) "კბილის ფესვის არხების დამუშავების საბაზისო ტექნიკა" - ტრენერი ეკა ბეშკენაძე;

4) "დახურული კიურეტაჟის საბაზისო ტექნიკა და გამოყენებული საშუალებები" - ტრენერი - თეა ჯანჯალაშვილი;

5) "კბილთა შინირება და არტაშნები სტაბილიზაციისთვის." " ფიქსაციის ტექნიკის ათვისება"-  ტრენერი - თეა ცინცაძე.