სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსსუ-ში

სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსსუ-ში

2024 წლის 8-12 აპრილს, Erasmus+ KA 171 კრედიტ- მობილობის პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია. პროექტი გულისხმობს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის.  

სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ალექსანდრინა ვოდენიჩაროვა; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ჯანდაცვის  ტექნოლოგიების შეფასების  დეპარტამენტის პროფესორი ანტონია იანაკიევა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი ვირჯინია კოსტოვა.  

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები შედგა თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანთან, ასოცირებულ პროფესორ მარინა ციმაკურიძესთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. ასევე, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი.

შეხვედრების დროს დაისახა თანამშრომლობის განვითარების ახალი ინიციატივები Erasmus+ KA171 კრედიტ-მობილობის  ფარგლებში, ასევე, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების შემუშავება საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე. 

თსსუ-ში სტუმრობისას პროფესორებმა: ალექსანდრინა ვოდონიჩაროვამ და ანტონია იანაკიევამ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის  ლექციები წაიკითხეს.