თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი  - ,,ნიღაბი-2018“  საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ,,ნიღაბი-2018“ საზეიმოდ გაიხსნა

2018 წლის 1 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგით მე-7 თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი  - ,,ნიღაბი”-2018 გაიხსნა. 

“ნიღაბი” არის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები წარადგენენ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაციის, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება. ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების დამყარება.  

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა თეატრი ,,ჰიგია”-ს დამფუძვნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი - ნათია გუჯაბიძე. მან დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ ფესტივალის თითოეული მონაწილე და ჟიურის წევრი სულმოუთმენლად ელის ამ დღეს, რომელსაც ფესტივალი ნიღაბი ჰქვია. ნათია გუჯაბიძემ ასევე წარადგინა ფესტივალის საპატიო ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან: გოგი თოდაძე (რეჟისორი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე) მსახიობები: ეკა მჟავანაძე, კონსტანტინე როინიშვილი, ია სუხიტაშვილი, გიგა დათიაშვილი, ნატა ბერეჟიანი, გოშა გორგოშიძე, ირაკლი გვილავა ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი. 

ღონისძიების ორგანიზების  საქმეში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ფესტივალი ,,ნიღაბი“-ს სახელით საპატიო წევრობის სიგელები გადაეცათ:  რუსთაველის თეატრის მსახიობებს: ია სუხიტაშვილსა და ბაჩო ჩაჩიბაიას და ასევე კავკასიის უნივერსაიტეტის რექტორს კახა შენგელიას.  

წელს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი უნივერსიტეტები:  კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA),  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი  (SEU);   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი,  თავისუფალი უნივერსიტეტი,  ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (GAU);   ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  პოლონეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოროკოს ჰასან მეორეს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიების გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა წარადგინა  სპექტაკლი ,,განახლება“.

თეატრალური ფესტივალი 10 დეკემბერს საზეიმოდ დაიხურება, სადაც ჟიური წარმოდგენილ სპექტაკლებს შეაფასებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.

ფესტივალი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია ახორციელებს.