თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო ქართულ-ჩეხური, ონკოლოგიური სიმპოზიუმი   გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო ქართულ-ჩეხური, ონკოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა

2018 წლის 21 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საერთაშორისო, ქართულ-ჩეხური ონკოლოგიური სიმპოზიუმი  ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოება, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქართველი ასევე ჩეხი მომხსენებლები.  ქალაქ ბრნოს მასარუკის მემორიალური ონკოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი ონკოლოგები,  ამავე ინსტიტუტის დირექტორის, ჩეხეთის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პროფ. იან ჟოლოუდეკის ხელმძღვანელობით.

სიმპოზიუმი გახსნა კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების დამფუძნებელმა, რემა ღვამიჩავამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ ღონესძიების მიზანი ქართულ ონკოლოგიაში არსებული გამოწვევების გაანალიზება და ევროპული გამოცდილებისა და  სტანდარტების გაზიარებაა.

სიმპოზიუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბატონი ზაალ გოგსაძე; მასარიკის მემორიალური ონკოლოგიური ინსტიტუტის (ჩეხეთი) დირექტორი, პროფესორი იან ზალუდიკი; „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე;  საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ურთიერთობების განვითარების საკითხებში იან ჩერნიკი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი  რიმა ბერიაშვილი.

,,საქართველოში ონკოლოგიური დაავადების სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება. ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევის მიმართვაა აუცილებელი. სამსჯელო ბევრია და შესაბამისი სტრატეგიის და პოლიტიკის ფორმირებაა აუცილებელი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მზად არის თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

სიმპოზიუმის დასასრულს შედგა ჟურნალ „კლინიკური ონკოლოგიის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი „კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების“ მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული გამოცემაა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი  ონკოლოგების სამეცნიერო ნაშრომები.

სიმპოზიუმზე წარადგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

,,ონკოლოგიურ დაავადებათა გავრცელების თავისებურებები საქართველოში, 2015-2017“

პროფ. ნანა მებონია - ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს უფროსი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

,,ონკოლოგიური სამსახურის ორგანიზაციული ასპექტები და კიბოს მონაცემთა ანალიზი ჩეხეთის რესპუბლიკაში”

პროფ. იან ზალუდიკი - მედიცინის დოქტორი, მასარიკის მემორიალური ონკოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, ბრნო, მორავია, ჩეხეთის რესპუბლიკა;

,,ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა ჩეხეთის რესპუბლიკაში - პრევენციის 15 წლიანი წარმატებული პროგრამა”

მიროსლავა  შკოვაჩოვა - მედიცინის დოქტორი, ჩეხეთის მამოდიაგნოსტიკოსთა ასოციაცია;

,,რადიაციული დიაგნოსტიკა საქართველოში”

მ.მაღლაკელიძე - აკად.ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრი - კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ონკოლოგიის დარგში;

,,კიბოს ქიმიოთერაპიის თანამედროვე საკითხები”

პროფ. იან ზალუდიკი, პროფ. როსტისლავ ვიზულა, ასოც. პროფ რეგინა დემლოვა, ასოც. პროფ. იგორ კისი, ასოც. პროფ. მარეკ სვობოდა;  - მასარიკის მემორიალური ონკოლოგიური ინსტიტუტი, ბრნო, მორავია, ჩეხეთის რესპუბლიკა; 

,,ონკოლოგიურ პაციენტთა სისტემური მკურნალობა საქართველოში”

ნინო შარიქაძე -კლინიკური ონკოლოგი, ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიქლაბ ჯორჯია;

,,ონკოქირურგიის საკითხები”

პროფ. რომან სერფი - მედიცინის დოქტორი, ქირურგიული ონკოლოგიის დეპარტამენტი, მასარიკის მემორიალური ონკოლოგიური ინსტიტუტი, მასარიკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ბრნო, მორავია, ჩეხეთის რესპუბლიკა;

,,პალიატიური მზრუნველობა და ქრონიკული ტკივილის მართვა საქართველოში”

პროფ. იოსებ აბესაძე. - უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ონკოპრევენციის ცენტრი;

,,რადიაციული ონკოლოგია”

პროფ. პაველ შლამპა - მასარიკის მემორიალური ონკოლოგიური ინსტიტუტი, რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი;

"გამარჯვებულ ქალთა კლუბი" - წარმატებები და ახალი  გამოწვევები

თინა ბერუჩაშვილი - გამარჯვებულ ქალთა კლუბის დამფუძნებელი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი.