თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018“-ის აქტიური მონაწილეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018“-ის აქტიური მონაწილეა

2018 წლის 22 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018” საზეიმოდ გაიხსნა, რომელშიც  ტრადიციულად აქტიურ მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იღებს. ინოვაციური პროექტების გამოფენაზე თსსუ-ის კუთხე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში  შემუშავებული ორიგინალური სამკურნალო პრეპარატებითა და თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ახალი ინფრაწითელი სპექტროსკოპით, რომელიც სპორტსმენთა კუნთოვანი ქსოვილის ოქსიგენაციის მონიტორინგისთვის გამოიყენება.

,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. ფესტივალი 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შემდეგ აქტივობებს გეგმავს. 

24    სექტემბერი

12.00სთ

1. სამეცნიერო შოუ - „ჩემი ექსპერიმენტები“ – 

თსსუ-ის  ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი.

მისამართი:  ბელიაშვილის ქ. N76

14.00სთ

2. სამეცნიერო შოუ - „სტოპ ბაქტერიას!“ – 

ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი.  

მისამართი: ბელიაშვილის ქ. 76. 

14.00სთ

3. პრეზენტაცია - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მიერ მომზადებული  სახელმძღვანელო - „სამეცნიერო კვლევის საფუძვლები და უნარ-ჩვევები“ . 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოს დარბაზი“. 

14.30 სთ

4. მასტერკლასი - ”პირველადი სამედიცინო დახმარება - სიცოცხლის გადასარჩენად!“ 

თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი; ქართველ  მედიკოს სტუდენტთა  ასოციაცია (GMSA).  

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის   ეზო. 

 15.00სთ.

5.ვორკშოპი – „ბიოსამედიცინო კვლევის   მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები“ – 

თსსუ-ის  სამეცნიერო უნარ-ჩვევების  ცენტრი. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოს დარბაზი“. 

25    სექტემბერი

12.00სთ

1. ექსკურსია - „ქართული ფარმაცია, მეცნიერება და წამალი –     ტრადიციების  პატივისცემით  მომავლისაკენ“ - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის  ინსტიტუტი. 

მისამართი: პ. სარაჯიშვილის ქ. N 36. 

13:00 სთ

2.   ვორკშოფი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირებაში“ – 

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი -  პროფ. ელენე აბზიანიძე, ასოც. პროფ. თინათინ ტყემალაძე. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ, ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოს დარბაზი“. 

16:00სთ.

3.  საჯარო ლექცია - „კბილთა ტრავმული დაზიანებებისა და მასთან დაკავშირებული ესთეტიკური პრობლემების რაციონალური მართვა“- 

თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე  მამალაძე. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ, ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოს დარბაზი“. 

26    სექტემბერი

12.00სთ

1. მასტერკლასი - „პირის ღრუს სტომატოლოგიურ დაავადებათა  პროფილაქტიკა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში“ – 

თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ, ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოს დარბაზი“. 

15.00სთ.

2. მასტერკლასი - „თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები ოპერაციულ ოდონტოლოგიასა და ენდოდონტიაში“ – 

თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის   სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, ოდონტოლოგიის  დეპარტამენტი. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ, ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოს დარბაზი“. 

27    სექტემბერი

14.00სთ

1. სტუდენტური  სასწავლო  კონფერენცია - „მედიცინის აქტუალური საკითხები, ინოვაციები და პერსპექტივები“ -  

ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო  საზოგადოება. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ, ადმინისტრაციული კორპუსი,  ,,სადისერტაციო დარბაზი”. 

28    სექტემბერი

12.00სთ

1.საჯარო ლექცია - „ჭკვიანი წამალი“ – 

- თსსუ-ის  ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ, ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოს დარბაზი“. 

14.00სთ

2. სამეცნიერო შოუ - „წამლის ქიმიური და ბიოლოგიური საფუძვლები“ – 

თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტი. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის IV  სასწავლო კორპუსი, IV სართული.

15.00სთ

3.სამეცნიერო  შოუ - 

-თსსუ–ის ფარმაცევტული ფაკულტეტი;  

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის IV  სასწავლო კორპუსი, IV სართული.

29    სექტემბერი

12.00სთ

1.საჯარო ლექცია - „პორტრეტი ნიკოლოზ ბარათაშვილისა“ – 

თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბესარიონ კილასონია. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ- ის ადმინისტრაციული კორპუსი,  ,,სადისერტაციო დარბაზი”. 

12.00სთ

2. მასტერკლასი - ქირურგიული კვანძების დადება - 

-  ქართველ მედიკოს სტუდენტთა  ასოციაცია(GMSA). 

მისამართი: თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გუდამაყრის N 4. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ღონისძიებები განკუთვნილია, როგორც სტუდენტების და დარგის სპეციალისტებისათვის, ასევე  სკოლის მოსწავლეებისა და ფართე საზოგადოებისათის და მასზე დასწრება თავისუფალია.