თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა

16-19 ივლისს, აშკელონის აკადემიური კოლეჯის (ისრაელი) პრეზიდენტის  ოფიციალური მიწვევით,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია: რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, ვიცე-რექტორის, პროფესორ რიმა ბერიაშვილის და რექტორის აპარატის უფროსის, ქალბატონ ირინა კაპეტივაძის  შემადგენლობით ქ. აშკელონში  იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა  აშკელონის აკადემიური კოლეჯის  პრეზიდენტთან, პროფესორ შლომო გროსსმანთან, კოლეჯის რექტორთან, პროფესორ შიმონ შარვიტთან, კოლეჯის აღმასრულებელ დირექტორთან - ბატონ ფინხაზ ჰალივასთან და  ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, აშკელონის აკადემიური კოლეჯის კურსდამთავრებულთა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების  შესაძლებლობები.

ვიზიტის პერიოდში თსსუ-ის დელეგაციამ  აშკელონის აკადემიური კოლეჯის სასწავლო კორპუსები, სამედიცინო სიმულაციური ცენტრი, ბიბლიოთეკა, საბაზისო დისციპლინების სასწავლო ლაბორატორიები და სხვ. დაათვალიერა.

აშკელონის აკადემიურ კოლეჯში ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უკვე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელში ვიზიტისას დასახული მიზნებისა და საკითხების გადასაწყვეტად.