თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 3-9 დეკემბერს, Erasmus+ პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ზარნაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე, ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე და Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი სამუშაო ვიზიტით სოფიის (ბულგარეთი) სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში  თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა სოფიის (ბულგარეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს: ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ალექსანდრინა ვოდენიჩაროვას (Assoc. Prof. Alexandrina Vodenicharova, PhD, Dean), დეკანის მოადგილეებს: პროფესორ ანგელიკა ველკოვა - მონოვას (Prof. Angelika Velkova – Monova, MD, DSc, Vice-Dean)  პროფესორ გალინა ჩანევას (Prof. Galina Chaneva, PhD, Vice-Dean), პროფესორ ტოდორ კუნდურჯიევს (Prof. Todor Kundurjiev, PhD, Vice-Dean) პროფესორ ვილიზარიევს (Prof. ViliZahariev, MD, PhD, Vice – Dean) და Erasmus+ კოორდინატორს, პროფესორ ანტონია იანაკიევას (Prof. AntoniyaYanakieva, PhD, Erasmus Coordinator).

შეხვედრაზე, თსსუ-ის წარმომადგენლებმა ბულგარელ კოლეგებთან ერთად ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებზე აკადემიური და კვლევითი პროცესების შესახებ. განხილულ იქნა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები,  დასახული იქნა კონკრეტული გეგმები სტუდენტთა მობილობის და ბულგარელი კოლეგების საპასუხო ვიზიტის თაობაზე. 

სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მაგისტრების, დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისათვის დავით ზარნაძემ,  ლევან ბარამიძემ და ირინე ზარნაძემ ჩაატარეს ლექციათა კურსი: საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკის; პროცესის განვითარების, შემთხვევისა და სისტემის მართვის; გლობალური ჯანდაცვის ცვლილებებისა და კოვიდ 19 პანდემიის მართვის;  სამეცნიერო კვლევებისა და მტკიცებითი მედიცინის შესახებ.