თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტიტის წარმომადგენლები საერთაშორისო სამედიცინო- ფარმაცევტულ კონგრესზე    BIMCO – 2019

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტიტის წარმომადგენლები საერთაშორისო სამედიცინო- ფარმაცევტულ კონგრესზე BIMCO – 2019

მეხუთე წელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობენ და აქტიურ მონაწილეობას იღებენ  ბუკოვინის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა  და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამედიცინო-ფარმაცევტულ კონგრესზე - BIMCO.

წელს, ზემოაღნიშნულ კონგრესს თსსუ-დან ესწრებოდნენ: მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დავით დელიბაშივილი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამანტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი ლუიზა გაბუნია და მოწვეული პედაგოგი ლონდა რუხაძე.

ღონისძიებაზე, თსსუ-ის დელეგაციამ წარადგინა მოხსენება - „კიბოს ეროვნული სკრინინგ-პროგრამები საქართველოში“,  რომელმაც  ჟიურის მაღალი შეფასება და  მეორე  ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. 

ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბუკოვინის უნირვესიტეტის კლინიკური სიმულაციების ცენტრი, გაეცვნენ უნივერსიტეტში არსებულ სიახლეებს, მიიღეს მონაწილეობა კონგრესის ფარგლებში დაგეგმილ სხვადსხვა ტრენინგებსა და ვორქშოფებში.