თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  უცხოური ენების ცენტრის საერთაშორისო აღიარება

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის საერთაშორისო აღიარება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ,,UNIcert®“ რეაკრედიტაცია, რის საფუძველზეც თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრი უფლებამოსილია გასცეს UNIcert®-ის სერტიფიკატი გერმანულ და ინგლისურ ენებში II (B2) და  III (C1) დონეებზე - Fachsprache Medizin  და English for Medical Purposes.

UNIcert®-ის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში, მათ შორის Erasmus+ის  ფარგლებში და გაიაროს სტაჟირება ევროპის წამყვან კლინიკებში.

UNIcert®-ის სერტიფიკატი აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს სასწავლებლების და DAAD-სა და AKS-ის ყველა წევრი ორგანიზაციის მიერ. 

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრი 2014 წლიდან არის ევროპის ცენტრებისა და ინსტიტუტების ასოციაციის (European Association Centers and Institutions, AKS) წევრი. ასოციაცია თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებთან და მასში გაერთიანებულია  50-ზე მეტი აკრედიტებული დაწესებულება. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის მიერ მოპოვებული ახალი აკრედიტაცია  2027 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.