თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგით მე-20 სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგით მე-20 სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2019 წლის 30 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით და ორგანიზებით რიგით მე-20 სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო კონფერენცია 20th  Students' Teaching Scientific Talks 2019 [STST] გაიმართა. 

კონფერენცია უცხოენოვანი ხასიათისაა და მიზნად ისახავს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და სამეცნიერო კუთხით მათ აქტიურ ჩართულობას. 

ღონისძიებაზე, მონაწილეებმა ტრადიციულად ნაშრომები წარმოადგინეს ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა ჟიურის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასეს შეაფასეს. 

1. მოხსენებაში/პრეზენტაციაში წარმოდგენილი თემის/საკითხის/ პრობლემის აქტუალურობა და ინოვაციურობა;

2. პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;

3. პრეზენტაციის სტრუქტურული გამართულობის ხარისხი;

4. დისკუსიაში ჩართულობის ხარისხი.

ჟიურის წევრები გახლდნენ:  

1. ირინე კვაჭაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;

2. დავით ცხომელიძე - თსსუ–ის ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი;

3. ნინო ფირცხელანი - თსსუ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი;

4. გიორგი ჭიჭინაძე - თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;

5. ნატა ჭილაძე - თსსუ–ის ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ- პროფესორი;

6. მაკა მანწკავა - საქართველოს კლინიკური რეოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, აკადემიური დოქტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წარმომადგენელი რეოლოგიის მიმართულებით, ევროპის კლინიკური რეოლოგიისა და მიკროცირკულაციის საზოგადოების ქართული სექციის ხელმძღვანელი;

7. ნინო დიდბარიძე - თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ- პროფესორი.

კონფერენციაზე სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა.

1. ანი მიჩილაშვილი, თემით - Genomic Imprinting and Patterns of Disease Inheritance; Tbilisi State Medical University; Public Health;

2. დავით თათოშვილი, თემით   - Alterations in hippocampal extracellular matrix caused by  the chronic pain; Tbilisi State Medical University; Faculty of Medicine;

3. ანი ხუნწარია, თემით – How to get sleeping again; Tbilisi State Medical University; Faculty of Medicine;

 სერტიფიკატები ასევე,  გადაეცათ კონფერენციაში მონაწილე ყველა თემის  ავტორს. 

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2019 წლის კონფერენციის ორგანიზებაში ივანე თარხნივილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების გვერდით აქტიურად იდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. სამეცნიერო საზოგადოება მადლიერია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების, ლექტორების, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ ჟიურის სტატუსით, ღირსეულად, ობიექტურად შეაფასეს მოხსენებები და გამოავლინეს გამარჯვებულები” - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა, ლევან ცაგურიამ.