თეკლე დოლიძე, რომელიც 2018 წელს თსსუ-ში ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხა, რექტორმა დაასაჩუქრა

თეკლე დოლიძე, რომელიც 2018 წელს თსსუ-ში ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხა, რექტორმა დაასაჩუქრა

გვინდა წარმოგიდგინოთ თეკლე დოლიძე, რომელმაც თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიში 2018 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო.

2018-2019 სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მას წარმატების აღსანიშნავად სატარებელი კომპიუტერი (ლეპტოპი) გადასცა.

თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურმა კი მას გახსნით ღონისძიებაზე მისალოცი ვიდეო დაახვედრა, რომლითაც მას წარმატებები მასწავლებლებმა და ოჯახის წევრებმა მშობლიური ქალაქიდან _ბათუმიდან მიულოცეს.