თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ღონისძიებები მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018 - ის ფარგლებში

თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ღონისძიებები მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018 - ის ფარგლებში

2018 წლის 28 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018 - ის“ ფარგლებში, ფარმაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, რიგით მე-14 ღონისძიება გაიმართა.

ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის, თსსუ- ის  ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია - „ჭკვიანი წამალი“.ლექციის თემას წარმოადგენდა  წამლის დამზადების თანამედროვე მიდგომები და  ტექნოლოგიები. შეხვედრაზე  განიხილეს  სამკურნალო პრეპარატების  მიღებისა და მოქმედების პროცესი, ასევე, შესაძლო გვერდითი ეფექტები. პროფესორი ალიოშა ბაკურიძე აუდიტორიას ესაუბრა წამლის შექმნის პროცესში ფარმაცევტის როლის შესახებ, გააცნო წამლის მიმართ არსებული თანამედროვე მოთხოვნები, რომელსაც წამლის ხარისხი, ეფექტურობა, უსაფრთხოება და კომფორტი წარმოადგენს.

სალექციო თემის განხილვის გარდა, პროფესორი ბაკურიძე თსსუ-ის სტუდენტებსა და მომავალ სტუდენტებს ესაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ თსსუ-ში სწავლისას მათ აქვთ შესაძლებლობა  ეზიარონ ევროპული ხარისხის განათლებას. 

ლექციის დასასრულს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დალი ბერიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ ფაკულტეტი მზად არის განახორციელოს ყველა ის აქტივობა, რომელიც  სტუდენტის განვითარებასა და ახალი ცოდნის მიღებას ემსახურება. 

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანატმა, პროფესორმა დალი ბერაშვილმა  ჩაატარა პრაქტიკული მასტერკლასი და მოაწყო „სამეცნიერო შოუ“,  რომელზეც ახალგაზრდებს  საშულება ჰქონდათ გაცნობოდნენ ფარმაციის ფაკულტეტის სხადასხვა დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და მიეღოთ ინფორმაცია, თუ რა გზას გადის წამალი ბუნებრივი ნედლეულიდან საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე.