თსსუ-ის რეზიდენტ მარიამ რუსიძის წარმატება საფრანგეთში

თსსუ-ის რეზიდენტ მარიამ რუსიძის წარმატება საფრანგეთში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „პათოლოგიური ანატომია–კლინიკური პათოლოგიის“  რეზიდენტი მარიამ რუსიძე გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში 10 თვიანი ვიზიტით იმყოფებოდა ტულუზის (საფრანგეთი) პოლ საბატიეს უნივერსიტეტში (Université Toulouse III-Paul Sabatier). 

აკადემიური პროგრამის – „მოლეკულური და კლინიკური პათოლოგიის“  თეორიული სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მარიამმა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია I2MC-ს (INSERM) ბაზაზე დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი, თემაზე: „ესტროგენის რეცეპტორ ალფას (ERα) სხვადასხვა იზოფორმების როლი სარძევე ჯირკვლის ფიზიოლოგიურ განვითარებასა და ძუძუს კიბოში“. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მან გაიარა შესარჩევი კონკურსი და მოიპოვა „ჯანმრთელობისა და სამეცნიერო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის“-(INSERM) სამწლიანი სასწავლო დაფინანსება. 2018 წლის სექტემბრიდან მარიამი სწავლას გააგრძელებს პოლ საბატიეს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დოქტორანტურის საფეხურზე.