თსსუ ავტორიზებულია

თსსუ ავტორიზებულია

2018  წლის 10 სექტემბერს ჩატარდა უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულებების  ავტორიზაციის  საბჭოს  სხდომა.  

მის დღის წესრიგში იდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ავტორიზაციის საკითხის და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების საკითხის განხილვა.   

ავტორიზაციის საბჭომ, ექსპერტთა შეფასებების და უნივერსიტეტის არგუმენტირებული პოზიციის მოსმენის  და განხილვის შემდგომ, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება  ავტორიზაციის მოთხოვნებთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული შესაბამისობის და ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მაქსიმალური  შეფასებით, ასევე, დადებითად გადაწყდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების საკითხიც.