თსსუ-ში ფარმაციის ფაკულტეტის, ასევე ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდა

თსსუ-ში ფარმაციის ფაკულტეტის, ასევე ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდა

2023 წლის 21 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის (GPSA) ორგანიზებით, ასევე, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციისა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის თანაორგანიზებით გაიმართა კონკურსის „მე ფარმაცევტი“ პრეზენტაცია.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის, ასევე ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა. მათ საშუალება ჰქონდათ, ერთ თვის განმავლობაში ემუშავათ საკონკურსო თემაზე.

2023 წლის 21 დეკემბერს გაიმართა დაჯილდოების ღონისძიება, სადაც სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული: ნიკოლოზ ვარსემაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი და თინათინ ივანიშვილი. გამარჯვებულებმა პროექტის წარმომადგენლებისგან და თსსუ-ის თვითმმართველობის წევრებისგან სპეციალური საჩუქრები მიიღეს. გარდა ამისა, კონკურსში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები.