თსსუ-ში სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოება დაფუძნდა

თსსუ-ში სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოება დაფუძნდა

15 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტთა ინიციატივით, „სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოება“ დაფუძნდა. საზოგადოება აერთიანებს თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის რამდენიმე ასეულ ქართველ და უცხოელ  სტუდენტს.

საზოგადოების პრეზენტაციასთან დაკავშირებული შეხვედრის ფარგლებში სტუდენტების წინაშე წარსდგნენ გაერთიანების ლიდერები, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს  საზოგადოების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. როგორც ისინი აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის მიზნებს წარმოადგენს : სტუდენტების  ინტერესების  წარმოდგენა  და სტუდენტთა უფლებების დაცვა საუნივერსიტეტო, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე, პროფესიული საგანმანათლებლო საერთაშორისო პროგრამების მოძიება და სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობა,სტუდენტური ორგანიზაციების მხარდაჭერა  და თანამშრომლობის ჩამოყალიბება საერთაშორისო სივრცეში მოქმედ სტუდენტურ გაერთიანებებთან,სპეციალური საჭიროებების მქონე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი და უცხოელი სტუდენტების  საჭიროებების, თვითრეალიზებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ყველა სტუდენტისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური ან კულტურული წარმომავლობისა, გენდერული კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური მდგომარეობისა და სხვა,არაფორმალური განათლების მხარდაჭერა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სტუდენტთა ჩართვა მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში.

სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ შემუშავებული პროგრამების ფარგლებში უახლოეს მომავალში დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

შეხვედრის ბოლოს აუდიტორიამ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს.