თსსუ-ის თერაპიის N-2 დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის, მაკა გეგენავას ვიზიტი ლეიდენის უნივერსიტეტში

თსსუ-ის თერაპიის N-2 დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის, მაკა გეგენავას ვიზიტი ლეიდენის უნივერსიტეტში

2018 წლის იანვრიდან მაკა გეგენავა იმყოფებოდა ლეიდენის უნივერსიტეტის რევმატოლოგიის დეპარტამენტში კლინიკურ და სამეცნიერო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, ჩართული იყო ყოველდღიურ კლინიკურ და სამეცნიერო მუშაობაში, ესწრებოდა დილის შემოვლებს და სამეცნიერო კონფერენციებს, აკვირდებოდა სხვადასხვა რევმატოიდული დაავადების მქონე პაციენტების გამოკვლევასა და მკურნალობას, ეწსრებოდა სამეცნიერო შეხვედრებს. ასვე ესწრებოდა კლინიკაში გამართულ სხვადასხვა ლექციებს ადგილობრივი და უცხოელი ცნობილი ექსპერტების მონაწილეობით. 2018 წლის 21 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა დუსელდორფში, სადაც მონაწილეობა მიიღო „ლუპუსის მე-11 ევროპულ შეხვედრაში“.

ვიზიტის ფარგლებში მაკა გეგენავამ შეისწავლა, როგორ უნდა განხორციელდეს მეცნიერული იდეა და შეიქმნას სამეცნიერო პროექტი, ისწავლა დიდ საკვლევ ბაზებთან მუშაობა და მათი სტატისტიკური ანალიზი. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ჩართული იყო კლინიკურ საქმიანობაში; შეისწავლა ძვალსახსროვანი სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა და კაპილაროსკოპია სკლეროდერიით დაავადებულ პაციენტებში. მოამზადა არაერთი პრეზენტაცია რომელიც შეეხებოდა მისი კვლევის მიმდინარეობასა და შედეგებს.

ამჟამად მუშაობს საინტერესო და პრობლემატურ საკითხზე, როგორიცაა „სისტემური ლუპუსის 2017ACR/EULAR კლასიფიკაცია ნეიროფსიქიატრიული ლუპუსის მქონე პაციენტებში“.

მაკა გეგენავამ ლეიდენის უნივერსიტეტის რევმატოლოგიის დეპარტამენტს ასევე წარუდგინა ახალი პროექტი „გულის სარქვლოვანი პათოლოგიისა და ცერებრალური გართულებების კავშირი სისტემური ლუპუსის და ნეიროფსიქიატრიული ლუპუსის მქონე პაციენტებში“. ეს პროექტი საშუალებას აძლევს მუშაობა გააგრძელოს ზემოთხსენებულ დეპარტამენტში.

განყოფილების ხელმძღვანელის, ტ. ჰუიზინგას აზრით, მაკა გეგენავას ვიზიტი წარმატებული იყო და მას შემდგომი თანამშრომლობა შესთავაზა.