თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორის, ასოცირებული პროფესორი ლია სანოძის ვიზიტი იტალიაში

თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორის, ასოცირებული პროფესორი ლია სანოძის ვიზიტი იტალიაში

2018 წლის 9-11 ოქტომბერს, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე, საქართველოში მოღვაწე წარმატებულ სტომატოლოგებთან ერთად, კომპანია COSWELL-ის მოწვევით იმყოფებოდა ქალაქ ბოლონიაში (იტალია). 

ქალბატონი ლია დაესწრო COSWELL ACADEMY-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს, დაათვალიერა კომპანიის საწარმო (ავტომატიზირებული, მაღალი ტექნოლოგიური აღჭურვილობით) და INCO-ს ლაბორატორია, სადაც მზადდება მაღალი ხარისხის, ინოვაციური პროდუქცია. ტრენინგზე დეტალურად იქნა განხილული კომპანიის მიერ წარმოებული პირის ღრუს მოვლის საშუალებების მოქმედების მექანიზმი. 

სემინარის სამმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.