თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია კონფერენციაზე ,,ადამიანის გენომი“

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია კონფერენციაზე ,,ადამიანის გენომი“

2024 წლის 8-10 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული  პროფესორი ეკა კვარაცხელია ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ქალაქ რომში (იტალია), სადაც  მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციის ,,ადამიანის გენომი“ მუშაობაში. 

ღონისძიებაზე ასოცირებულმა პროფესორმა წარადგინა პოსტერული მოხსენება: „ერთეული ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმები და საშვილოსნოს ყელის კიბოს წინასწარგანწყობა ქართველ ქალებში“, რომელიც, ასევე, გამოქვეყნდა კონფერენციის პოსტერების კრებულში.

აბსტრაქტი შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური მეცნიერების საგრანტო პროექტის „გინეკოლოგიური და ძუძუს კიბოს წინასწარგანწყობის ლოკუსები ქართველ პაციენტებში“ (FR-21-17599) ფარგლებში. აღსანიშნავია, ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ადამიანის გენომის და ეპიგენომის ლაბორატორიაში.

კონფერენცია საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ადამიანის გენომი-(HUGO)“ ეგიდით გაიმართა.