თსსუ-ის  დელეგაცია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის    კონფერენციაზე

თსსუ-ის დელეგაცია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კონფერენციაზე

2018  წლის 4-7  აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე-რექტორი,  პროფესორი  რიმა ბერიაშვილი ოფიციალური ვიზიტით  იმყოფებოდნენ  შვეიცარიაში,  ქალაქ  ციურიხში,  სადაც  ისინი დაესწრნენ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის  ყოველწლიურ  კონფერენციას   თემაზე - „უნივერსიტეტების საქმიანობა  და  პასუხისმგებლობა  აყალიბებს ევროპის  მომავალს“. კონფერენციის მუშაობა  ძირითადად მიეძღვნა   უნივერსიტეტების  სოციალურ  და  ეთიკურ  პასუხისმგებლობას, მთელი  სიცოცხლის  მანძილზე  სწავლას,  მიგრაციის  მოვლენებს  და  მასთან  დაკავშირებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს,  უნივერსიტეტების  სტრატეგიულ  განვითარებას.

როგორც  ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის  წევრმა,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა    მონაწილეობა  მიიღო   გენერალური  ანსამბლეის  მუშაობაშიც.  

კონფერენცია  ჩატარდა  ციურიხის   უნივერსიტეტში. კონფერენციაზე    საპროგრამო   მოხსენებით  წარსდგა   ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის    პრეზიდენტი  - პროფესორი  როლფ  ტარაჩი. კონფერენციის  მონაწილეებს  მიესალმა შვეიცარიის მთავრობის  წარმომადგენელი სილვია  შტაინერი. 

აღსანიშნავია,  რომ  ციურიხში  საქართველოს  დელეგაციას  -    თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის რექტორს,  პროფესორ  ზურაბ  ვადაჭკორიას  და  ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორს,  ბატონ  გიორგი  შარვაშიძეს  შეხვდნენ  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი  შვეიცარიის კონფედერაციაში,  ბატონი  დავით  ჯალაღანია  და   ამავე  საელჩოს  უფროსი  მრჩეველი,  ბატონი  ილია  მარჯანიძე.